1
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
ვებსაიტის კოდი, დიზაინი და ყველა მასალა წარმოადგენს შემსრულებლის (OSG) საკუთრებას და კლიენტის მფლობელობაში სრულად გადადის მხოლოდ მომსახურების სრული ღირებულების დაფარვის შემდეგ: ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში მეორე 50%-ის დაფარვისთანავე, ხოლო ყოველთვიური (Subscription) მოდელისას მე-13 გადასახადის დაფარვის შემდეგ.
2
გადახდის მოდელები და სავალდებულო პერიოდი
თანამშრომლობა ხორციელდება ორთაგან ერთ-ერთი შეთანხმებული მოდელით:
ერთჯერადი გადახდა (50/50): 50% იფარება სამუშაოს დაწყებამდე (ავანსი), ხოლო დარჩენილი 50% პროექტის დასრულებისთანავე, საიტის ინტერნეტში გაშვებამდე (Live).
ყოველთვიური მოდელი (Subscription): ხელშეკრულება იდება მინიმუმ 13 თვის ვადით. კლიენტის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს საკომპენსაციოდ გამოიყენება ფიქსირებული ჯარიმა.
3
მომსახურების შეჩერება და გათიშვა
ყოველთვიური გადასახადის 5 კალენდარული დღით გადაცილების, ან ერთჯერადი გადახდისას მეორე 50%-ის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსრულებელს (OSG) აქვს უფლება გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს სამუშაოები ან სრულად გათიშოს ვებსაიტი ინტერნეტ სივრციდან დავალიანების სრულად დაფარვამდე.
4
მასალების მოწოდება და პროექტის ვადები
კლიენტი იღებს ვალდებულებას, მოაწოდოს შემსრულებელს (OSG) ვებსაიტისთვის საჭირო ყველა ტექსტური თუ ვიზუალური მასალა შეთანხმებულ ვადაში. კლიენტის მხრიდან მასალების დაგვიანება არ აჩერებს პროექტის ვადებს ან ყოველთვიური გადასახადის ათვლას.
5
სამუშაო არეალი და ცვლილებები
მომსახურება მოიცავს მხოლოდ თავდაპირველად შეთანხმებულ ფუნქციონალსა და დიზაინს. პროექტის დამტკიცების შემდეგ ნებისმიერი ახალი ფუნქციონალის ან სტრუქტურული ცვლილების დამატება წარმოადგენს ცალკე მომსახურებას და ექვემდებარება დამატებით საფასურს.
6
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
სამუშაოს დაწყების (დიზაინის/კოდის შემუშავების) შემდეგ კლიენტის მიერ გადახდილი პირველადი 50%-იანი ავანსი ან ყოველთვიური შენატანი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, რადგან ის ფარავს უკვე გაწეულ სამუშაო საათებსა და რესურსს.
7
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
შემსრულებელი (OSG) არ იღებს პასუხისმგებლობას ვებსაიტის დროებით შეფერხებაზე, თუ ეს გამოწვეულია მესამე მხარის სერვისების (ჰოსტინგ პროვაიდერი, დომენის რეგისტრატორი, საგადახდო სისტემები) ტექნიკური ხარვეზებით ან ფორს-მაჟორული სიტუაციებით.
8
მონაცემთა კონფიდენციალურობა
OSG უზრუნველყოფს კლიენტის მიერ მოწოდებული საკონტაქტო და ბიზნეს ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას და იღებს ვალდებულებას, არ გადასცეს ის მესამე პირებს.
9
პორტფოლიო და მარკეტინგი
შემსრულებელს (OSG) აქვს უფლება, დამზადებული ვებსაიტი, მისი ვიზუალური ელემენტები და მიღწეული შედეგები (ქეისები) გამოიყენოს საკუთარ პორტფოლიოში, სოციალურ ქსელებსა და სარეკლამო მასალებში, თუ მხარეებს შორის არ არის გაფორმებული ცალკე NDA (კონფიდენციალურობის შეთანხმება).
10
პროექტის მიღება-ჩაბარება
ვებსაიტის სატესტო ვერსიის გადაცემის შემდეგ, კლიენტს აქვს 5 სამუშაო დღე შენიშვნებისა და ხარვეზების მოსაწოდებლად. აღნიშნულ ვადაში უკუკავშირის არარსებობის შემთხვევაში, სამუშაო ითვლება სრულად და ჯეროვნად შესრულებულად.
11
საგარანტიო მომსახურების ვადა
ვებსაიტის ინტერნეტში გაშვებიდან OSG უსასყიდლოდ ასწორებს გამოვლენილ ტექნიკურ ხარვეზებსა და მცირე შესწორებებს, არჩეული პაკეტის შესაბამისად:
Starter პაკეტი: 14 დღე;
Pro პაკეტი: 21 დღე;
Premium პაკეტი: 3 თვე (90 დღე).
აღნიშნული საგარანტიო ვადების გასვლის შემდეგ, ნებისმიერი ტექნიკური მხარდაჭერა, განახლება ან ცვლილება ხორციელდება ცალკე შეთანხმებული ტარიფით.